საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
“2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელია იტალია, ქალაქი მილანი, ხოლო თავად წინა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, ჩატარდება ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში 2023 წლის 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.
ჩვენი ჯგუფიდან გადის მხოლოდ ერთი გუნდი (პირველი ადგილი). თანაბარი ქულების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი კლასიფიკაცია: 1 – ქულები, 2 – ურთიერთშეხვედრის ქულები, 3
– ურთიერთშეხვედრებში გოლებში სხვაობა, 4 – ურთიერთშეხვედრებში მეტი გოლი და ა.შ. ჩვენი ჯგუფიდან გასული პირველადგილოსანი, სავარაუდოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად მოხვდება G,H ან J ჯგუფში.
კიდევ ერთი სიახლე: ნაკრებს უბრუნდებიან ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი და ალექსანდრე ვასილჩენკო”, – იტყობინება საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია “ფეისბუქის” გვერდით.