საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო უეფამ ალბანეთი დასაჯა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი ალბანელი ფანების ქმედებები გახდა ალბანეთი – საქართველოსა და ალბანეთი – უკრაინის მატჩებზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.
სხვა ქმედებების გარდა, რომლებიც მოიცავს სტადიონზე ნივთების სროლას და ა.შ. ალბანეთი მათ შორის დაჯარიმებულია იმის გამო, რომ მისმა ფანებმა საქართველოს ჰიმნის უსტვინეს.
ზემოხსენებული მატჩი ალბანეთში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 0-1. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.