“საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი ნულის ტოლია” – რუსი მწვრთნელი

კამერუნის ნაკრების ყოფილი რუსი მწვრთნელი ვალერი ნეპომნიაში მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვერ გავა.
„საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. გუნდი ასეთი დიდი ამოცანების გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ არის მზად. თვით კვარაცხელია დიდ ტურნირზე ზეწოლას ვერ გაუმკლავდა. მისგან მეტს ელოდნენ.
თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო ტურნირის დებიუტანტია. ვფიქრობ, გულშემატკივრები უკვე კმაყოფილები არიან იმით, რომ გუნდმა თუნდაც ერთი ქულა მოიპოვა“, – განუცხადა ნეპომნიაშიმ РБ Спорт-ს.
ნულის ტოლი ამ სამყაროში არაფერი არ არის. შანსი, თუნდაც მიზერული ყოველთვის არის, თვით სამყაროს კანონია ასეთი. ასე რომ ასეთი განაცხადი უბრალოდ უზრდელობა, უტაქტობა და გაუნათლებლობაა.