საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, , კახა ცაბაძე და სხვები… ) საქართელოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება.
დღეს ამის დრო არ არის! თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას, კეთილდღეობასა და მომავალს, მხოლოდ ემოციების აყოლა და რაციონალურობის დაკარგვამ კი, შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს. დღეს სწორედ ჩვენი თაობაა ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და თუკი არ გვურს ჩვენი წინაპრების ნაშენები კედელი ჩამოიშალოს და მომავალ თაობებეს თვალი ვერ გავუსწუროთ, უნდა გავიაზროთ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია.
ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ერთიან, მტკიცედ მდგარ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა, ვინც მის ხელყოფას შეეცდება. მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ სიმშვიდე და მშვიდობა, რაც კეთილდღეობის, განვითარების, ფეხზე მყარად დგომის, ნათელი მომავლისა და გაერთიანებული საქართველოს საწინდარია.
დღეს, თუკი გვსურს საკუთარი ბედი და მომავალი თავად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავამყაროთ, მალე დავიბრუნოთ დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში არა საკუთარი ინტერესების დაზიანების, დაპირისპირებისა და არეულობის, არამედ განვითარების, ერთიანობისა და მშვიდობის დროა!
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება