საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ მოქალაქეებისთვის ევროპული მომავალი ჩამოერთმიათ – ევროკომისარი

ევროკომისარი დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში, მაიკლ მაკგრათი აცხადებს, რომ ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი ახალ შესაძლებლობას გააჩენს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ადამიანების დასასანქცირებლად.
„კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაცია და სამოქალაქო სივრცის დახურვა – ყველაფერი ეს ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა მან.
„როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელისუფლებისთვის ძლიერი სტიმული იქნებოდა, გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროპული მომავალი ჩამოერთმიათ“, – თქვა მაიკლ მაკგრათმა.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაფართოების ანგარიში განიხილონ, როგორც შესაძლებლობა, დაფიქრდნენ, შეცვალონ თავიანთი კურსი, აღადგინონ ნდობა და დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას“, – მოუწოდა მან ხელისუფლებას და დასძინა, რომ „საბოლოოდ, საქართველოს მომავალი მათ ხელშია“, თუმცა „სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხოლოდ ნეგატიური ტენდენციები დაადასტურა“.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით; ასევე, ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ, ბოლოს კი უვიზო მიმოსვლის შესახებ:
„საქართველო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების დარღვევას, – იმას, რაც განაპირობებს უვიზო რეჟიმის არსებობას. ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშები ამ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.
წლის ბოლომდე ამოქმედდება ვიზის შეჩერების მექანიზმის ახალი წესები. ახალი წესები მოგვცემს მეტ შესაძლებლობას შესაბამისი ზომების მისაღებად. მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ პოტენციური სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა მან.
სიტყვის დასასრულ მან „კიდევ ერთხელ დაადასტურა“, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს“ და ალიანსის „კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება შეცვლის“ კურსს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით