“საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტი” – ზახაროვა

„არსებობს შესაძლებლობა წინსვლისთვის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ იქნა აღიარებული [საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ] სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გაკეთდა განცხადებები აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გულწრფელი აღიარებები საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგებისას და გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში“, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ.
მისივე თქმით, რუსეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველომ ძალა არ გამოიყენოს ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ – ეს გახდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამეორებისგან დაცვის გარანტია და რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზაციის საწყისი წერტილი
ზახაროვას თქმით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის დაწყება, შემდგომი დემარკაციით, ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში. ეს განცხადება ზახაროვამ გააკეთა “ცხინვალის წინააღმდეგ თბილისის აგრესიის” წლისთავთან დაკავშირებით.
„[მოლაპარაკებების პროცესის] ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ამოცანაა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება იმის შესახებ, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ იქნება საიმედო გარანტია 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების გამეორებისგან, არამედ გახდება საწყისი წერტილი ნორმალიზაციისკენ სვლაში სამკუთხედში ‘თბილისი – სოხუმი – ცხინვალი’. სამივე სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში მდგომარეობის სტაბილიზაციას კი შეუწყობს ხელს ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის დაწყება, შემდგომი დემარკაციით. რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ პროცესებს“.
ზახაროვამ ასევე ისაუბრა რუსეთის როლზე კონფლიქტის მოგვარებაში. „როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ჩამოშორდა აგრესორის შეკავების მცდელობებს, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ ვერაგულ თავდასხმას დროული და ადეკვატური პასუხი გასცა.“
მისი თქმით, მოსკოვმა „ჯერ ჩაატარა ოპერაცია საქართველოს მშვიდობაზე იძულების მიზნით, მოგვიანებით კი – აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“.