საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა. ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში, მისთვის პირველ საკონტროლო შეხვედრაში ქუვეითს 28-24 მოუგო.
საქართველოს ნაკრები მისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას სლოვენიაში შეუდგა და პირველ საკონტროლო შეხვედრაში ქუვეითს დამაჯერებლად მოუგო.
ტიტე კალანდაძის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო ისლანდიური „აკიურეირის“ ქართველი ლიდერი გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქეს 8 ბურთი გაუტანა.
ჩვენი გუნდიდან მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა „ზაგრების“ ქართველ ინსაიდს გიორგი ცხოვრებაძეს, ხოლო ხუთი გოლით მესამე საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩა „ექს ან პროვანსის“ ქართველი ლეგიონერი ნიკოლოზ კალანდაძე.
საქართველოს ნაკრები მეორე საკონტროლო შეხვედრას ალჟირთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები: ნიკოლოზ კალანდაძე (5), მირიან გავაშელიშვილი (3), გიორგი ცხოვრებაძე (6), გიორგი დიხამინჯია (8), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე (1), ერეკლე არსენაშვილი (3), ხაზეინ რუსტამოვი.
geohandball.ge
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
საქართველოს ნაკრები სთან დამარცხდა, მაგრამ “კარპატების თასი” დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები “კარპატის თასზე” წლეულს მეორედ იასპარეზებს
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა “კარპატის თასი” გამარჯვებით გახსნა