საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლაზეც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გასვლით მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 22:20 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს გაიმართა და საქართველომ მეტოქე 28:26 დაამარცხა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5&6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.
საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც
იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში