საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ თამაშობდნენ, ოთხი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს და პირველი ტაიმი 12:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბერძნები დაცვაში კარგად მოქმედებდნენ, აქტიურად გვიტევდნენ და ორბურთიანი სხვაობით წინ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მეკარე ზურაბ ცინცაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე გიორგი ცხოვრებაძემ თანაფარდობა აღადგინა, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ საბერძნეთმა გაიტანა და გაიმარჯვა.
ჩვენს ჯგუფში აგრეთვე ისლანდია და ბოსნია-ჰერცეგოვინა ასპარეზობენ. მომდევნო მატჩს ტიტე კალანდაძის
გუნდი 10 ნოემბერს თბილისში ისლანდიასთან ჩაატარებს.
ხელბურთი მითამაშია, სამწვრთნელო წიაღსვლებზე არ მაქ პრეტენზია, მარა რატომღაც მგონია, რომ ამ გუნდს მაღალი(საშუალო მაინც) დონის უცხოელი მწვრთნელი სჭირდება, ტაშტია ეს ტიტე.