საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ერთგვარი რეპეტიციის ფარგლებში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, „კარპატის თასზე“ (Trofeul Carpaţi') იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისში იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
საქართველოს ეროვნული გუნდი ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით „კარპატის თასზე“ საასპარეზოდ წლეულს მეორედ გაემგზავრა, ამჯერად სახეცვლილი შემადგენლობით.
ჩვენი გუნდი ტურნირს სლოვაკეთთან შეხვედრით გახსნის. შემდეგ მასპინძელს დაუპირისპირდება და უკრაინით დაასრულებს გამოსვლას.
ტრადიციულ ტურნირზე მცირე ტრავმის გამო, არ იასპარეზებს გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად რუმინეთში გაემგზავრებიან გიგი რუხაძე, ვახტანგ ხარებაშვილი და გუგა უთმელიძე.
„კარპატის თასზე“ საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:გიგი რუხაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, დავით ნიქაბაძე, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა, ვახტანგ ხარებაშვილი, გუგა უთმელიძე.
„კარპატის თასი“:
31 ოქტომბერი
სლოვაკეთი – საქართველო
1 ნოემბერი
რუმინეთი – საქართველო
2 ნოემბერი
უკრაინა – საქართველო
geohandball.ge
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ქართველი ლეგიონერების მონაგარი | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] “ნაპოლიმ” “ინტერს” უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია
ცხოვრებაძის 9 გოლი – საქართველოს ნაკრები ევროპირველობის სადებიუტო მატჩში ნიდერლანდებთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ზედიზედ მეორედ – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ცინცაძის გმირობანი – საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლაზეც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა
საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას დაძაბულ მატჩში სძლია [VIDEO]




