ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი “რადიუმი” აცხადებს ინოვაციური სისტემის დანერგვის დაწყებას საქართველოს რამდენიმე წამყვან კლინიკაში.
სისტემა იყენებს კარნახსა და ხელოვნურ ინტელექტს (AI) სამედიცინო დოკუმენტაციის ავტომატური ფორმირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მუშაობის პროცესს.
“რადიუმის” მიერ შემუშავებული პლატფორმა ექიმებს საშუალებას აძლევს, ხმოვანი კარნახით შექმნან პაციენტის ისტორიები, რადიოლოგიური დასკვნები, კურსუსები და სხვა საჭირო სამედიცინო დოკუმენტაცია.
ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში ამუშავებს აუდიოჩანაწერს, გარდაქმნის მას სტრუქტურირებულ ტექსტად და ავტომატურად ავსებს შესაბამის სამედიცინო ფორმებს.
ეს ტექნოლოგია პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას – ადმინისტრაციულ ტვირთს, რომელიც ექიმებს პაციენტებთან ურთიერთობისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს ართმევს.
მსოფლიო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ AI-ზე დაფუძნებული დოკუმენტაციის სისტემები მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა:
- ექიმები და სამედიცინო პერსონალი ზოგავენ დროს, რომელიც ადრე დოკუმენტაციის ხელით შევსებას ან ბეჭდვას ეთმობოდა. ეს მათ საშუალებას აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმონ პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
- დოკუმენტაციის ავტომატიზაცია ამცირებს ბიუროკრატიულ პროცესებს და ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადაღლის რისკის შემცირებას.
- სისტემა კარდინალურად ამცირებს ადამიანური შეცდომების დაშვების ალბათობას
„ჩვენი მიზანია, ქართველ ექიმებს მივცეთ თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც გაამარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და გააუმჯობესებს პაციენტებზე ზრუნვის ხარისხს,“ – აცხადებენ კომპანიაში. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი კლინიკები ინტერესით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას და აქტიურად ჩაერთნენ ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში.“
“რადიუმი” აგრძელებს თანამშრომლობას სამედიცინო დაწესებულებებთან და გეგმავს სისტემის შემდგომ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამედიცინო დოკუმენტაციის მართვაში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს ქართული ჯანდაცვის სისტემაში.
“რადიუმი” არის ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ფოკუსირებულია ჯანდაცვის სექტორისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე.
დღეისათვის “რადიუმი” რადიოლოგიური გამოსახულებების არქივაციისა და მართვის, სამედიცინო დოკუმენტბრუნვის AI ავტომატიზაციის და AI ზე დაფუძნებული ტელეკონსულტაციების სერვისების ერთადერთი მიმწოდებელია საქართველოს ბაზარზე.
ვებსაიტი: https://radium.ge
ტელეფონი: +995 550033036