„საქართველოს ძლიერი მოკავშირე სჭირდება, ისეთი, როგორიც რუსეთია“ – დუგინი

ქართული ოცნების მიერ ანტი-ლგბტ კანონპროექტის ინიციირებას გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტი, პუტინის მხარდამჭერი, ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი:
„საქართველოს პარლამენტში LGBT პროპაგანდის კანონს განიხილავენ. კანონპროექტის სახელია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონი, რომლის მიხედვითაც ასევე აკრძალულია სქესის შეცვლა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ მათი მიზანია დაიცვან ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შედეგებისგან.
ატლანტისტების მიერ ქვეყნის მორყევის მცდელობების და ხელისუფლებაზე ზეწოლის მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტისთვის. საქართველო სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით იაზრებს, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას, სუბიექტურობის დაკარგვას, ევროპასა და -ზე სრულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს. შესაძლოა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტის ტალღები გაიზარდოს, რასაც დასავლეთი გამოიყენებს და საქართველოს კიდევ ერთი ფერადი რევოლუციისკენ უბიძგებს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირე, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობები აქტიურად ახლდება და სადაც ტრადიციული ღირებულებების შენახვასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პოზიციას იზიარებენ“.
კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არაერთხელ გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე მოვლენებს. დუგინი ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკასა და ნარატივს.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!