საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იტალიასთან მერვედფინალში დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა და კაცთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ასკილაშვილი, ლაშა ბექაური, სოფიო სომხიშვილი და ილია სულამანიძე.
საქართველოსა და იტალიას შორის დაპირისპირება 3-3 დასრულდა. საჭირო გახდა ოქროს ქულით გამარჯვებულის გამოვლენა. ერთგვარი ლოტოტრონის დახმარებით გადამწყვეტი შეხვედრისთვის -73 კილოგრამ წონითი კატეგორია განისაზღვრა, სადაც ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდა და ჯამში იტალიამ საქართველო 4:3 დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან