გუნდური მეორე ადგილი და 9 მედალი – ასეთია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მონაგარი მოლდოვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე , საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ტალახაძეს, როგორც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს ევროპის ფედერაციის დროშა გადაეცა.
საქართველოს ნაკრებს 2025 წლის პირველი მედლები რამინ შამილიშვილმა მოუტანა, ძალოსანმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,
გოდერძი ბერდელიძემ კი ძალოსანთა ყულაბას 1 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი შემატა.
რევაზ დავითაძემ კი მკერდი 3 ვერცხლის მედლით დაიმშვენა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს ბაქარ თურმანიძემ კი 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
