საქართველოს ჩემპიონები გერმანიაში რობოტიკის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები CyberPhoenix-ი და Vekua 42 გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, საქართველოს სახელით საასპარეზოდ გაემგზავრნენ.

RoboCup Juniors-ი პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელიც რობოტების მოყვარულ ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან აერთიანებს. ჩემპიონატზე მონაწილეებს საშუალება აქვთ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და მიღწევები რობოტიკაში კონტინენტურ დონეზე.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერების ტექნიკური კომპეტენციის, კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების პოპულარიზაციას და აღნიშვნას. ევროპის ჩემპიონატი ხელს უწყობს არა მხოლოდ ტექნიკურ განათლებას და თანამშრომლობას, არამედ სხვადასხვა კულტურისა და პერსპექტივების გაგებასა და დაფასებას.