საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, 29 წლის გამოცდილი სერბი მცველი ვიხილოთ

29 წლის სერბმა მცველმა ივან მილადინოვიჩმა რუსულ “სოჭისთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ეს ყველაფერი კი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში ვიხილოთ.
ფეხბურთელის აგენტმა ანტონ სინკოვმა RB Sport-ს უთხრა, რომ მისი კლიენტის სამსახურით ქართული და ყაზახური გუნდები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა.
მილადინოვიჩს კარიერის ძირითადი პერიოდი “სოჭში” აქვს გატარებული. ასევე უთამაშია “ნიჟნი ნოვგოროდში”, “რადნიჩკისა” და “იაგოდინაში”.