2024-2025 წწ.-ის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დასრულდა. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდების წევრები
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ჩემპიონატს წინ უსწრებდა საქართველოს თასის რეგიონული ეტაპები, სადაც მოთხილამურეებმა მაღალრეიტინგული ქულები დააგროვეს. ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში 2008-2012 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ჩემპიონატში, რომელსაც გუდაურმა უმასპინძლა, გუნდების გარდა, ეროვნული ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ. სპეციალურ სლალომში პირველი ადგილები დაიკავეს: გიორგი ნაზღაიძემ (გუდაური), ანანო სანაკოევმა (ბაკურიანი), ნიკოლოზ ლებანიძემ (თბილისი), ნინი გეორქოვმა (ბაკურიანი), ნატა მეხეშიძემ (აჭარა), ლუკა ბუჩუკურმა (გუდაური). ახალგაზრდა სპორტსმენებში ზამთრის სპორტისადმი მეტი ინტერესი
მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაკურიანმა საქართველოს ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა და საქართველო FIS (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია) ასპარეზობების ყოველწლიურ კალენდარში შევიდა. ამასთან, ჩვენი ქვეყნის ოთხივე კურორტი საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს ზამთრის სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების გამართვა და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომლის მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია.
საქართველოს ჩემპიონატზე წელს ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარასაფუძველი. გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის ოჯახის
გადაწყვეტილებით, ყოველ წელს სპეციალური პრიზი გადაეცემა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკო ხაბეიშვილის თასი გუდაურში დარჩა და მისი ფლობის პატივი გუდაურელ სპორტსმენს ლუკა ბუჩუკურს ერგო. საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით, “ევრონიუს ჯორჯიას” მედია პარტნიორობით, სასტუმრო “მარკო პოლო გუდაურის” თანაპარტნიორობით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით გაიმართა. კომპანია, როგორც ფედერაციის გენერალური სპონსორი, დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში. ბიზნესის მხარდაჭერა ორი ათეული წელია გრძელდება.
R
