„საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს“ –

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ულოცავს.
განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ოფისი ავრცელებს, წერია რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს:
„ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, – წერია განცხადებაში.
10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მსოფლიოში 1948 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!