საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობა“ საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა – ჩვენ კი როცა საჭირო გახდა დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან

„იმისთვის, რომ არ დაგვეშვა მსხვერპლი, როცა საჭირო გახდა, ჩვენ დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ. მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.
„დღევანდელი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მშვიდობა უმთავრესი საზრუნავია.
ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს. საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა, შემდეგ გაიპარა და უფრო მეტიც, ბოლოს ჯარს ომის დაწყება დააბრალა. დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მშვიდობის მიმართ კი აშკარად გამორჩეულია. იმისთვის, რომ არ დაგვეშვა მსხვერპლი, როცა საჭირო გახდა, ჩვენ დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ