საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ოთხი პოზიციით დაწინაურდა

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIVB) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილიდან მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რეიტინგში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ეს ყველაზე წარმატებული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფრენბურთელებმა ახლახან ევროპის ვერცხლის ლიგაზე ითამაშეს. საქართველოს ნაკრებმა ისლანდიის, ლუქსემბურგისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც მოგება მიითვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმო. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა 10 მონაწილე ქვეყანას შორის 12 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”