საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2024 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელია!!!

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2024 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელია!!!
შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში დასრულდა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები იღებდა მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით გაიარეს. პირველ ტურში დაამარცხეს გერმანიის უძლიერესი ნაკრები 2:1, მოუგეს ნორვეგიასა და შვედეთის გუნდებს, გადამწყვეტ ბრძოლაში მოუგეს -ს უძლიერესი ნაკრებს 2:1 (რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა) და ნახევარფინალში გავიდნენ.
ნახევარფინალში ჩვენები ინგლისის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდნენ, სამწუხაროდ დაძაბული ორთაბრძოლა ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.
მე-3 ადგილისთვის ჩვენების მეტოქე კვლავ ნორვეგიის გუნდი გახლდათ,
რთულ დაპირისპირებაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა 2:1, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც აშშ-ს ნაკრებმა იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნე-2 ადგილზე ინგლისელები გავიდნენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო:
მარინა პირველი (გუნდის კაპიტანი)
ნათია არჯევანიძე
ხათუნა გიორგობიანი
გუნდის ხელმძღვანელი – საერთაშორისო კატეგორიის ნარდის ოსტატი ნოდარ გაგუა
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შეიტანა გარკვეული წვლილი ნაკრების წარმატებაში, ყველას ვინც გულშემატკივრობდა და ამხნევებდა ჩვენს ნაკრებს. მადლობა ყველას!
წყარო: საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია