„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს – bm.ge

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გადააყენეს – შესაბამისი განაცხადი ფოსტის დამფუძნებელმა – კომპანიამ შესაბამისი ცვლილება დღეს დაარეგისტრირა. განაცხადის თანახმად, ამ პოსტს გიორგი ერაძე დაიკავებს.
“გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
დამტკიცდეს შპს საქართველოს ფოსტის (ს/კ 203836233) სადამფუძნებლო შეთანხმება ახალი რედაქციით”, – ნათქვამია კომპანიის მიერ ბიზნეს რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, შესაბამისად ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა.
bm.ge