საქართველოს ფოსტა მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
„საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ