საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
GFF Awards 2025-ის ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა და 2025 წლის საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
2025 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია; 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე; 2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე; 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე; 2025 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ. 17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე („დიანმო თბილისი“); ორქოს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი).
19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები: ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი); ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“) ორქოს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“).




