საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრით მიმართა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მოფარიკავე სანდრო ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით მიმართა. ფედერაცია ამტკიცებს, რომ სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.
„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ