საქართველოს უძრავი ქონების მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი მკვეთრად იზრდება – Next(bm.ge)

ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესის მკვეთრი ზრდა შეინიშნება – ამის შესახებ BMG-სთან უძრავი ქონების კომპანია Next-ის უფროსი საინვესტიციო მრჩეველი მარიამ ბეგიაშვილი საუბრობს.მისი თქმით, არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, ინვესტორები ეძებენ უფრო უსაფრთხო გარემოს და ბაზარს. საქართველო კი, ამ კონტექსტში ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა.როგორც ბეგიაშვილი განმარტავს, ინვესტორთა გეოგრაფია საკმაოდ ვრცელია, თუმცა, წამყვან პოზიციებს სპარსეთის ყურის ქვეყნები იკავებენ. დაინტერესება განსაკუთრებით დიდია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, ქუვეითიდან და ბაჰრეინიდან.„გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა, მარტივი საკუთრების რეგისტრაცია და ასევე დაბალი საგადასახადო სისტემა, რაც კომფორტულ ეკოსისტემას ქმნის ინვესტორისთვის. ეს ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჩქარებს“ – ამბობს მარიამ ბეგიაშვილი.მისივე თქმით, მზარდი მოთხოვნა პირდაპირპროპორციულად აისახება ფასებზე – უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, რაც დღევანდელ ინვესტიციას კიდევ უფრო მოგებიანს ხდის.„რა თქმა უნდა, გაზრდილი მოთხოვნა ახდენს უდიდეს გავლენას ბაზარზე. განსაკუთრებით აქტიურია უცხოელი მყიდველი, რაც ბუნებრივია იწვევს ფასების ზრდას საქართველოს ბაზარზე. მოსალოდნელია, რომ ეს ტემპი გაგრძელდება, ამიტომ დღეს მე ბაზარზე შესვლა მიმაჩნია სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ამ ეტაპზე რაც ფასები გვაქვს, მომავალში მგონია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“ – განმარტავს მარიამ ბეგიაშვილი და აღნიშნავს, რომ თანამედროვე ინვესტორი მხოლოდ შენობას აღარ ყიდულობს – მას გამართული ბიზნესმოდელი სჭირდება.„ჩვენ უცხოელ მყიდველებს ვთავაზობთ სრულ საინვესტიციო პაკეტს, რომელიც ორიენტირებულია როგორც კაპიტალის დაცვაზე, ასევე სტაბილურ შემოსავალზე. ჩვენი პროდუქტი მოიცავს აბსოლუტურად სრულ მენეჯმენტს და მართვას, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაქირავების ორგანიზებას, პროგნოზირებად წლიურ შემოსავალს და მოქნილი გადახდის პირობებს. ამ შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და ისე მიიღოს პასიური შემოსავალი.ვთანამშრომლობთ ისეთ წარმატებულ ბრენდებთან, როგორიცაა Wyndham Hotels-ი და Radisson Hotel Group-ი, რაც ინვესტორისთვის დამატებითი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. შედეგად, მყიდველი იღებს არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ სრულიად გამართულ საერთაშორისო სტანდარტების საინვესტიციო პროდუქტს, რომელსაც აქვს მაღალი დატვირთულობა და შემოსავლის უდიდესი პოტენციალი,“ – ამბობს მარიამ ბეგიაშვილი.წყარო: bm.ge