მნიშვნელოვნად შემცირდა რუსი მყიდველების წილი 2024 წელს, წინა წელთან შედარებით. კერძოდ, თუ 2023 წელს რუსეთის მოქალაქეების წილი ტრანზაქციებში 6%-ს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. ეს სხვაობა ისრაელის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს, მათი წილი ტრანზაქციებში 2023 წელს არსებული 4%-დან, 2024 წელს 10%-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა.
„2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 1.5%-დან 0.5%-მდე შენელდა.
2024 წელს თბილისში სულ 3 123 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი ზრდაა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ghvino-botlebi-spirtiani-sasmelebi_w_h-KYLQ1B-300x169.jpeg)