საბერძნეთში უშუს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 10 ოქრო, 8 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა. ტურნირში მონაწილეობას 26 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი იღებდა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
მარიამ არზიანი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი;
მათე კორტხონჯია – 2 ოქრო;
ნიკოლოზ ნუცუბიძე – 1 ოქრო;
მაკა გაბესკირია – 1 ოქრო;
ალექსანდრე კუჭავა – 2 ოქრო;
ნიკა ბაღიშვილი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი;
მარი ნოდია – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო;
ნინა ჩიხლაძე – 1 ვერცხლი;
გვანცა ქარჩავა – 1 ვერცხლი;
გვანცა ცქვიტარია – 2 ვერცხლი;
თორნიკე ნანიკაშვილი – 1 ვერცხლი;
დავით ნაზაროვი – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო;
ვალერი გობეჯიშვილი – 2 ბრინჯაო;
ლუკა პაპავა – 2 ბრინჯაო;
გიორგი ბარბაქაძე – 1 ბრინჯაო.
