საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან „უნდა იყოს დაბალანსებული“, ამბობს NATO-ს ოფიციალური პირი

ჩინეთი დაკავშირებულია გარკვეულ უსაფრთხოების გამოწვევებთან, ამიტომ საქართველოს ურთიერთობა მასთან „უნდა იყოს დაბალანსებული“, აცხადებს თბილისში ვიზიტით მყოფი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა.
კოლომინას თქმით, ცხადია, რომ გეოპოლიტიკური შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ და ჩინეთს, გარკვეულწილად, შეუძლია იყოს პარტნიორი, გლობალური აქტორი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა.
“მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიაზრებდეთ, რომ ჩინეთი დაკავშირებულია გამოწვევებთან, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, გარკვეულ ინვესტიციებისგან მომდინარე დამოკიდებულებას. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია ჩინეთთან პარტნიორობა ან ინვესტიციების მიღება”, განაცხადა კოლომინამ და დაამატა: „ეს იყო საუბრის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვესმის, რომ არსებობს ინვესტიციების საჭიროება. ასე რომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული ურთიერთობა“, – განაცხადა მან.
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ს ჩინეთში ვიზიტისას.
ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა ნახსენები „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:
· საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად;
· „ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.
პლატფორმას, რომელიც თავდაპირველად 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმა დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს