საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს პნევმატური იარაღებიდან სროლაში საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდებს შორის შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ დაიკავეს, მათ ფინალში გერმანული წყვილი, ცელინა ბუკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე წარდგებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში