საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე საქართველომ ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა სოლო ტურნირში ოქროს მედალი მიიღო; ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.
გუნდურ ჩათვლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მოიპოვა. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში