საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებმა „დიდ პრიზზე“ 7 მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა და უფროსთა ნაკრებმა გუნდებმა „დიდ პრიზზე“ იასპარეზეს და მედლებიც მოიპოვეს.
თავდაპირველად შეჯიბრებაში ახალგაზრდული ნაკრები ჩაება და დებიუტშივე 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში 3 მედალი მოიპოვა.
გოგოებში 235.4 ქულით ჩემპიონი გახდა სალომე ფროდიაშვილი, მესამე ადგილზე კი 210.9 ქულით მარიამ აბრამიშვილი გავიდა. ვაჟთა გუნდიდან მეორე საუკეთესო შედეგი – 236.5 ქულა მ მოაგროვა.
10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში სალომე ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში მოლდაველთა წყვილი – ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ 17:13 დაამარცხეს.
შედეგად, მოპოვებული ორი ოქროს და თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
მარიამ ფროდიაშვილი წარმატებით გამოვიდა უფროსებშიც, სადაც მას 237.4 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. 213.1 ქულით და ბრინჯაოს მედლით ნაკრების წარმატებაში წვლილი მარიამ მარშავამ შეიტანა.
დიდი პრიზის დასკვნით დღეს, 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში მესამე ადგილი დაიკავა მარიამ მარშავას და ლევან ქადაგიძის შერეულმა წყვილმა. მომავალმა მედალოსნებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 16:10 აზერბაიჯანელთა გუნდი დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში 7 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) დაისაკუთრა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება