საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში. ქართველმა მსროლელებმა ფინალში დაამარცხეს გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით – 17:15.
შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართული წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია), რომელიც პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“„ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან”

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები