საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ცნობით, ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.
„MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.
ჰელსინკის 3 დღიან ტურისტულ გამოფენას 70-მდე ქვეყნიდან 50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა