საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
KITF 2025-ის გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული.
ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახ ტუროპერატორებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს