საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სინგაპურში სამოგზაურო მედია კონფერენციაში „International Media Marketplace” – IMM Asia 2025 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ მსოფლიოში გავლენიანი მედიასაშუალებები, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ: CNN Travel, BBC Travel, National Geographic, Conde Nast, CNBC Travel, Forbes, Fodor’s, The Guardian, NBC, GQ, Vogue და სხვ.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ბეჭდური და ციფრული სფეროს ინდუსტრიის წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ინფლუენსერები, ბლოგერები, იუთებერები) ერთ სივრცეში შეკრება და მათთვის ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
