საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიების განახლების პროცესი გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტზე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის განახლების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი აღიჭურვა ოთხი დასახელების სინთეზური მინერალების სადიაგნოსტიკო ხელსაწყო-მოწყობილობებით.
ცენტრმა შეიძინა ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვების კოლექციები და საიუველირო ნაკეთობები. ასევე, გადაიარაღდა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების მოსამზადებელი სასწავლო კურსების აღჭურვილობა და კოლექციები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ცენტრს, „არემჯი ჯგუფმა“ გრუნტებისა და ქანების ფიზიკური და მექანიკური პარამეტრების კვლევის ISO 9001:2008, ASTME, EN სტანდარტის შესაბამისი 57 დასახელების ხელსაწყო-მოწყობილობები გადასცა.
„ცენტრს „არემჯი ჯგუფმა“ გადმოსცა ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი, ქანების, მინერალებისა და მადნების სახრესი და სამტვრეველა, რომელთა განთავსება დაგეგმილია ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიასა და საპრეპარაციო ლაბორატორიაში. ხელსაწყო-მოწყობილობების ნაწილი განკუთვნილია სასწავლო პროცესისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად, სასწავლო პროცესში მრავალი სასწავლო კურსის სილაბუსებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად, სამეცნიერო კონფერენციების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მიზანია ლაბორატორიაში კვლევის ყველა მეთოდი და სფერო იყოს საერთაშორისო სტანდარტების (ISO, ASTME, EN) შესაბამისი და ჩატარებული ანალიზები იყოს არა მარტო მაღალი სანდოობის, არამედ, საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული. მომავალი წლიდან ვგეგმავთ აკრედიტებული სფეროების დამატებას და გეოტექნიკის ლაბორატორიის ამუშავებას,“ – აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ განმეორებითი აკრედიტაცია 2022 წელს წარმატებით გაიარა.
ლაბორატორიის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებთან და სამუშაოებს 14-ზე მეტ აკრედიტებულ სფეროში ახორციელებს. ლაბორატორია აღჭურვილია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობებით. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს ლაბორატორიული სივრცისა და აღჭურვილობის განახლებასა და მოდერნიზებაზე.
ლაბორატორიის აკრედიტებული საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა, ოქრო-ვერცხლის შენადნობები, მათ შორის: საიუველირო, ოქრო-პალადიუმ-პლატინის და ბადე კატალიზატორი პლატინის შენადნობების. ფერადი ლითონები, რკინა და მათი შენადნობები. ძვირფასი ლითონების შემცველი მასალები და ჯართი, კერამიკა. არაორგანული ნარჩენები – გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო და სამშენებლო. ასევე: საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები; პლასტილინი; პლასტმასის სათამაშოები; პლასტმასები, მათი ნაწარმი, მათი ნარჩენები, პოლიმერული ნაწარმი, მათი ნარჩენები; ოქროს შემცველი მადანი; სპილენძის მადანი, სპილენძის კონცენტრატი; ბარიტ-პოლიმეტალური მადანი; მანგანუმის მადანი და კონცენტრატი; ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები); მაგმური ქანები: მეტამორფული ქანები; დანალექი ქანები; ქანმაშენი მინერალები; მადნეული მინერალები; ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების