საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფესორები და სტუდენტები კვლავ ეწინააღმდეგებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები. ასევე მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლებიც.
„ჩვენ გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა. ყველას ერთად უფრო მეტი შეგვიძლია. ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიას ყველა ერთად გავაგრძელებთ. მინისტრმა, ფაქტობრივად დაგვიხურა უნივერსიტეტი“,- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია