საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე.
„სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას. ფესტივალმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდების მეცნიერებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსგავსი ღონისძიებები არის ერთგვარი მოტივაცია მომავალი თაობისთვის, გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფესტივალზე აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის”, – აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, მეცნიერების ფესტივალზე – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან – მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოდის დამატებითი სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ

გრიგოლ გეგელია – ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა რუსეთის ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი „ქართული ოცნება“

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან – ცრუ დევიზის – „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, დააყენეს რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“