საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს, ძიუდოისტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ოქროს მედლისა და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოტსდამში (გერმანია) გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოპოვებული ორივე ოქროს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბაკალავრს – ზაურ (ზაზო) დვალაშვილსა და სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრს – საბა ინანეიშვილს ეკუთვნით. ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ჩემპიონობა +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას მოიპოვა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, უნივერსიტეტის საამაყო ფალავნებს, უდიდეს გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას. ზაურს და საბას ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ ასპარეზობას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი ჯილდოთი გაამდიდრებენ,“ – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოუტანა; +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალზე ევროპის ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, ვერცხლი კი ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება