საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის

„წინ საქართველოვ, წინ, კიდევ მრავალი სიხარულისა და გამარჯვებისკენ!“, – საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ასე ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
„გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამარჯვებას! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელს, გულშემატკივარს, ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში იოტისოდენა წვლილი შეიტანა! მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის. წინ მომავალი გამარჯვებისკენ, საქართველოსთვის!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენძის მილოცვაში.
აღნიშნულ მილოცვას სტუ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია