საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ს, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის სახელით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გააკეთა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები მწუხარებას გამოვთქვამთ მსოფლიო კათოლიკური სამწყსოსა და ს სახელმწიფოს მეთაურის, რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკურ ეკლესიას, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებს, ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი”, – აღნიშნულია სამძიმრის ჩანაწერში.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების დღეს, კათოლიკე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი სამძიმარი სოციალურ ქსელში, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.