საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში „საზაფხულო სკოლა – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში “საზაფხულო სკოლა – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით” ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ათდღიანი სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მასში მონაწილეობდა სტუ-ის აგრარული მეცინერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ქიმიური და მეტალურგიის ფაკულტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევრები.
როგორც სტუ-ის აგარარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, ორგანიზატორი დეკანი აცხადებს, საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკუმების დანერგვას და გაუმჯობესებას უნივერსიტეტებში.
აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, სწავლების ამ მეთოდების გამოყენება მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, როგორიცაა: კრიტიკული ანალიზისა და ახალი იდეების გენერირება; პროფესიულ სფეროში მიღებული შედეგების წარდგენა და განხილვა და ლაბორატორიული კვლევის ორგანიზება და ანალიზი.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ლექტორების, ლაბორანტებისა და სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით და საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების სწავლებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების წილის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებებისადმი ინტერესი გამოხატეს. საზაფხულო სკოლის ეს კურსი საშუალებას აძლევს მონაწილეებს სრულად დაეუფლონ ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით, ასევე, გაიუმჯობესებენ აპარატურასთან მუშაობის ტექნიკა, რაც საშუალებას მისცემთ გაიღრმაონ ცოდნა შესაბამის მიმართულებებში და დანერგონ ახალი სასწავლო მეთოდები უნივერსიტეტებში. მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის მენტორებს აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს ქრისტინე მუსელიანს და ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორს თამრიკო ხობელიას. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და სტუდენტებს“, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ