საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა წალკის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამეცნიერო-კვლევითი კლუბის უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისათვის“, ფარგლებში.
„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ადმინისტრაციული და სხვა სასწავლო კორპუსები. ეწვივნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ელექტროტექნიკის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმებს. მოსწავლეები შეხვდნენ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლები ფაკულტეტის ისტორია გააცნეს. ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე სკოლის მოსწავლეების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით – „მდგრადი განვითარების მიზნები“, ხოლო წარმატებულმა სტუდენტმა მარიამ ბაქრაძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლება-სწავლის პროცესზე.
საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა