საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ პროცესში რუსეთის ჩარევაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ყველა ის დარღვევა და ანტიდემოკრატიული ქმედებები ჩამოთვალა, რომელსაც “ოცნება” საქართველოში სჩადის. საუბარია აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე, უსამართლო სასამართლოსა და ასევე რუსული კანონის მიღებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ პრობლემა უფრო გლობალურია, ვიდრე მხოლოდ საქართველოსთვის არსებული საფრთხეები. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, რომელიც მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.
„ქვეყანა, რომელმაც ახლახანს მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მისცეს ამ ქვეყანას საშუალება, გათელავს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები, მას შემდეგ, რა უარყვეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია, ევროპა ვერ მისცემს უფლებას, შეურაცხყოფა მოხდეს მისი ძირითადი პრინციპების. ასევე საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში, რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას, რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს, გენერლების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ თბილისს ვინც ფლობს, იგი ფლობს კავკასიას. თუ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის კონტროლის ქვეშ, მე ვსაუბრობ საარჩევნო კონსტიტუციურ ინტერვენციაზე. ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ეხება სამხრეთ აზიას, ასევე სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან მისი პოლიტიკური არჩევანი. საქართველო გახლავთ ევროპის ნაწილი თავის გლობალურ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და იმედი მაქვს, რომ კრიზისის კიდევ უფრო გარღმავება არ მოხდება, ვიდრე ბრიუსელი იმოქმედებს, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რასაც ევროპარლამენტარების ოვაციები მოჰყვა.
მოპარული არჩევნები, ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი – სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში. სალომე ზურაბიშვილი შუაგული ევროპიდან ამბობს, რომ სწორედ ეს სამი მოთხოვნა აქვს ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს საქართველოში და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქუჩაში გასულებს რევოლუციური სცენარი არ აქვს.
„ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ რომ ამის მოთხოვნა არ არსებობს“ – ამბობს ზურაბიშვილი. (სინქრონული თარგმანი)
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ “მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა”
„მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ უნდა მოძრაობა”- ამბობს ზურაბიშვილი. (სინქრონული თარგმანი)
tvpirveli.ge