„ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“ და „კარფური“ — ასე გამოიყურებოდა პირველი სამეული FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელიც თიბისი კაპიტალმა სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) 2024 წლის 5 თვის მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს ჯამური FMCG ბაზრის გაყიდვები დასტაბილურდება და ძირითადად განპირობებული იქნება ბუნებრივი მოთხოვნით.
2024 წლის 5 თვის მონაცემებით, FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგი იყო:
„ნიკორა“ – ბაზრის 18.9%;
„ორი ნაბიჯი“ – 18.8%
„კარფური“ – 13.6%;
„სპარი“ – 12%;
„მაგნიტი“ – 9.7%;
„დეილი“ – 4.8%;
„აგროჰაბი“ – 4.4%;
„გუდვილი“ – 4%;
გვირილა – 2.9%
უნივერსამი – 2.8%
ფრესკო – 2.1%
ექსპრეს ქსელი – 1.4%
ზღაპარი – 1.4%
მადაგონი – 1.2%
ევროპროდუქტი – 1.2%
სმარტ – 0.8%.
თუმცა რეიტინგი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „დეილის“ მიერ სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელების აქციების ყიდვის შედეგად შეიცვლება. „დეილის“ მიერ გაერთიანებულ ახალ ჯგუფში შემავალი ქსელების საბაზრო წილების დაჯამების შედეგად ის ბაზარზე არსებული შემოსავლების დაახლოებით 30.4%-ის მფლობელი გახდება. კომპანია გააერთიანებს “სპარი/იოლს” (13%), “მაგნიტის (9.7%), “დეილის” (4.8%), “გვირილას” (2.9%).
ცნობისთვის, 2024 წლის 5 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 15%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2024 წლის 5 თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის.