საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა – ლანდსბერგისი ბიჭვინთაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისი ს დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ლანდსბერგისი აცხადებს, ეს არის როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე გაეროს წესდების და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, – აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ ს მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.