საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ყოველწლიური – “რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია” გრძელდება

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ყოველწლიური – “რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია” გრძელდება.
კონფერენცია თბილისში, “რედისონ ბლუ ივერიაში” მეორე დღეა მიმდინარეობს.
პანელური დისკუსიების მეორე დღე კონფერენციაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულმა, ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა გახსნა, რომელიც კითხულობს მოხსენებას – “პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე”.
კონფერენცია გუშინ გაიხსნა და 5 სესია ჩატარდა. გუშინვე, მონაწილეებს სიტყვით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა პირველწყაროებიდანაა შესაძლებელი.
2024 წლის “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” განიხილება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.
რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის მიზანია გამოკვეთოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთკავშირი; იმსჯელოს გლობალურ მეტოქეობაზე გლობალურ და ქართულ კონტექსტში; შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზეგავლენა საქართველოზე და განიხილოს საქართველოს როლი და ადგილი გლობალურ დღის წესრიგში.
მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრს, მათ შორის, ს შეჭრას ში, შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონში და გარკვეული აქტორების მცდელობას, შეასუსტონ დემოკრატია და გლობალური სტაბილურობა. კონფერენციას ესწრება 250-ზე მეტ მონაწილე -დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება