საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

3 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.
არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია