საქართველოს სლოვაკეთის იმედი უნდა ჰქონდეს – მარეკ ესტოკი

ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში, დეკემბრის ისტორიული სამიტისთვის მზადება დაიწყო. ამ წუთებში, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო და ევროპის საკითხებში, მარეკ ესტოკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის გაფართოების დიდი მხარდამჭერია და ამ გზაზესაქართველოს სლოვაკეთის იმედი უნდა ჰქონდეს:
“განსახილველი თემა ბევრია მათ შორის სამიტისთვის მზადება და ევროპის მომავალი. სლოვაკეთი გაფართოების დიდი მხარდამჭერია. როგორც უკვე ვთქვი, სლოვაკეთმა უკვე დაუჭირა მხარი ამ პროცესს და ისევ დაუჭერს მხარს. საქართველოს სლოვაკეთის იმედი უნდა ჰქონდეს,” – აცხადებს სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო და ევროპის საკითხებში მარეკ ესტოკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს